საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა დუბაიში პირველი ვარჯიში ჩაატარა. დილის ვარჯიშზე მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში, ყველა ის ფეხბურთელი იყო, რომლებიც ვლადიმირ ვაისმა უახლოესი ორი ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა. ყაზახური "ატირაუს" წევრები უჩა ლობჟანიძე და ვლადიმერ დვალიშვილი უკვე გუნდთან ერთად არიან და საწვრთნელ პროცესში ჩაერთვნენ.
დუბაიში პირველი მსუბუქი ვარჯიში ჩვენმა გუნდმა საფეხბურთო კლუბ "ალ შაბაბის" სავარჯიშო მოედანზე გამართა. დღეს საღამოს, ჩვენი გუნდი მატჩის წინა ბოლო ვარჯიშს "ალ ნასრ დუბაის" სტადიონზე ჩაატარებს.
საქართველოსა და უზბეკეთის საფეხბურთო დაპირისპირება, 23 იანვარს თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი ("სამტრედია", სამტრედია), ოთო გოშაძე ("საბურთალო", თბილისი)
მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი ("ჩიხურა", საჩხერე) დავით ხოჭოლავა ("ჩერნომორეცი", ოდესა, უკრაინა), გიორგი რეხვიაშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი), ლაშა შერგელაშვილი ("რიგასი",ლატვია), უჩა ლობჟანიძე ("ატირაუ", ყაზახეთი), გიორგი ქიმაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ჯიმი ტაბიძე ("გენტი", ბელგია)
ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია ("დინამო", ბათუმი), გიორგი განუგრავა ("ჩიხურა", საჩხერე), ოლეგ მამასახლისი ("ტორპედო", ქუთაისი), ოთარ კიტეიშვილი ("დინამო" თბილისი), ბაჩანა არაბული ("დინამო", თბილისი), გიორგი ხარაიშვილი ("საბურთალო",თბილისი), ბექა ტუღუში ("ტორპედო", ქუთაისი), საბა ლობჟანიძე ("დინამო", თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო", თბილისი) ლაშა პარუნაშვილი ("დინამო",თბილისი)
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("ატირაუ", ყაზახეთი), ბუდუ ზივზივაძე ("სამტრედია", სამტრედია)