ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარია 8 მარტის ქუჩაზე, რაგბის სტადიონთან მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, „ოპელის“ მარკის ავტომანქანა მოცურდა, ბოძს შეეჯახა, ამოტრიალდა და სანიაღვრე არხში ჩავარდა. ავტომანქანას 29 წლის მამაკაცი მართავდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მის ამოსაყვანად ავტომანქანის გაჭრა გახდა საჭირო, რაც სამაშველო სამსახურის ბრიგადებმა უზრუნველყვეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები. მიმდინარეობს გამოძება.