პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პაკისტანში მომხდარი აფეთქების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს:
"შეშფოთებას გამოვთქვამ პაკისტანში, ქალაქ პარაჩინარში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო - აფეთქებას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, არიან დაშავებულებიც. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს, პაკისტანელ ხალხს და მთავრობას. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს. იმედს ვიტოვებ, რომ ყველა, ვინც ეს სისასტიკე დაგეგმა და განახორციელა, უმკაცრესად აგებს პასუხს."