Reuters-ის ინფორმაციით, პეკინის ახალი აეროპორტი მსოფლიოში ყველაზე დიდი იქნება. ის 2019 წელს, სამხრეთ დექსინგის ქუჩაზე გაიხსნება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.ახალი აეროპორტი საჰაერო ტრანსპორტის მიმართ პეკინელების გაზრდილ მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს და ამასთან, გაიზრდება ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის მიღებაც.
ჩინეთის ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიის ცნობით, თანამედროვე აეროპორტი China Southern Airlines-ისა და China Eastern Airlines-ის ახალი ბაზაც იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ SkyTeam-ის ალიანსის წევრი კომპანიები ერთობლივად აწარმოებენ საქმეებს, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემს უფრო მარტივად იფრინონ.
ახალი აეროპორტი 2680 ჰექტარ მიწაზე შენდება. დიზაინის მიხედვით, მას ექნება ერთი ცენტრალური ჰაბი, რომელსაც ექვსი შემაერთებელი გზა გამოეყოფა. თითოეული მათგანი საბოლოო ჯამში ერთ წერტილს უკავშირდება, რაც ტერმინალში კოორდინაციას გაამარტივებს.
ახალი აეროპორტი 12 მილიარდი დოლარი ჯდება, რაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული ინვესტიციაა ჩინეთის ისტორიაში. წინასწარი ინფორმაციით, აეროპორტი გახსნისთვის ყოველწლიურად 45 მილიონ მგზავრს მოემსახურება, ხოლო ორი წლის შემდეგ, მომდევნო გაფართოების დასრულებისას, ეს რიცხვი 100 მილიონამდე გაიზრდება