. . .
0 /
ალბათ, ყოველ ადამიანს უწევს პერიოდულად მოგზაურობა. ერთია, როდესაც სამსახურიდან გიშვებენ მივლინებაში და გზის ხარჯებს თვითონ კომპანია ფარავს, მეორეა, როცა თავად გადაწყვეტ სადმე წასვლას და შესაბამისად, ბილეთის ფულსაც შენ იხდი, საკუთარი ჯიბიდან. ცოტა ხნის წინ, მეც მომიწია მატარებლის ბილეთის ყიდვა და აღმოვაჩინე, რომ ჭკვიანური მიდგომით, შესაძლებელია დაზოგო დრო, ნერვები და თანხა. აქამდე, ბილეთების საყიდლად ყოველთვის თვითონ მივდიოდი რკინიგზის სადგურზე, რადგან ელექტრონული ბილეთების მიმართ (რომელთა ყიდვაც სახლიდან გაუსვლელად, სპეციალურ საიტებზეა შესაძლებელი) სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. მერჩივნა, ხელში ქაღალდის ბილეთი მჭეროდა და დაზღვეული ვყოფილიყავი. გამომდინარე იქიდან, რომ გარეუბანში ვცხოვრობ, გზაში საკმაოდ დიდი დრო მეხარჯებოდა. რკინიგზის სადგურზე მისულს კი, ჯერ საჭირო სალარო უნდა მომეძებნა, რიგში ჩავმდგარიყავი, მეყიდა ბილეთი და ისევ სახლში დავბრუნებულიყავი. რა თქმა უნდა, გამგზავრების დღეს, სადგურში მოსვლა მეორედაც მიწევდა. „ცხელ სეზონზე“, ბილეთების რიგში ნახევარ საათზე მეტხანსაც კი ვმდგარვარ და საშინლად დავტანჯულვარ, რადგან როგორც მოგეხსენებათ, რიგში დგომასაც თავისი კულტურა აქვს. ჩვენთან კი, ცოცხალი რიგი მარათონს ემსგავსება. სრული ქაოსია. ყველა ერთმანეთს მუჯლუგუნს ჰკრავს და ცდილობს, პირველი მივიდეს სალაროსთან...მოკლედ, რამდენიმე დღის წინ, პირველად გადავწყვიტე მატარებლის ბილეთები tkt.ge -ზე, ონლაინ შემეძინა. ბოლოს და ბოლოს, ოდესღაც ხომ უნდა დაიწყო? შევედი საიტზე, ავირჩიე სასურველი მომსახურება (ტრანსპორტი), სასურველი ტრანსპორტი (საქართველოს რკინიგზა), სასურველი მიმართულება, ბილეთების რაოდენობა (ორმხრივი), გასვლის და დაბრუნების თარიღი და დრო, სასურველი ადგილი (კლასი), შევიყვანე ჩემი პირადი მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), გადავიხადე ღირებულება და ამ ყველაფერში სულ რაღაც 5 წუთი დავხარჯე. ბილეთის კოდი მეილზე მომივიდა. სულ ცოტა, 2 სთ დრო დავზოგე. არც რიგში დგომით დავღლილვარ და საერთოდ არ მიწვალია. თანაც, საიტზე ბილეთის შეძენა 2 კვირაზე უფრო ადრეცაა შესაძლებელი. ასევე, სტუდენტებისთვის სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს, რომელიც ძალაში შედის მგზავრის მონაცემებში სტუდენტის პირადი ნომრის შეყვანის შემდეგ. მატარებელში ასვლამდე, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა წარადგინოთ. სამგზავრო ბილეთების ყიდვა რამდენიმე დღით ადრე ძალიან მოსახერხებელია. გაითვალისწინეთ, რომ დღესასწაულების პერიოდში, ბილეთის ფასი იმატებს. ასევე, იცვლება ტარიფი სეზონების მიხედვითაც. ბილეთებზე ეკონომიის გაკეთება ადგილების მიხედვითაც შეიძლება. ბილეთის ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი კლასის ვაგონით მგზავრობთ. ბილეთის შეძენა საიტზე tkt.ge იმითაცაა ბევრად მოსახერხებელი, რომ მარტივად შეძლებთ ფასების და ადგილების ვარიანტების ნახვას. ბავშვებზე კი სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ზუსტად ვიცი, რომ მატარებლის ბილეთის საყიდლად აღარასოდეს წავალ სადგურში. ან კი რატომ უნდა გავირთულოთ ცხოვრება, როდესაც ბევრი რაღაცის გაკეთება ძალიან მარტივად შეგვიძლია? დროა, ძველ სტერეოტიპებს დავემშვიდობოთ და მივიღოთ სიახლე. „ყველაფერი გენიალური ხომ მარტივია?“ ენდეთ ჩემს გამოცდილებას, ბილეთების ყიდვისას დროისა და თანხის დასაზოგად ყოველთვის ეწვიეთ https://tkt.ge/ka/Railway