აშშ-ის პრეზიდენტის ოვალურ კაბინეტში ოფიციალური მიღებისას, დონალდ ტრამპის მრჩევლის, კელიენინ კონუეის ჯდომის მანერამ სოციალური ქსელი აალაპარაკა.
ფოტოს სოციალურ ქსელებში განიხილავენ და კონუეის ეტიკეტის ნორმების დარღვევის გამო აკრიტიკებენ.
მოგვიანებით, პრეზიდენტის მრჩეველმა "უხერხულ ინციდენტთან" დაკავშირებით განმარტება Fox Business-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა. როგორც კელიენინ კონუეიმ აღნიშნა, სტუმრებით სავსე ოთახში სამახსოვრო ფოტოს გადაღება სთხოვეს, სადაც ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ. მისი თქმით, მხოლოდ სავარძლიდან შეიძლებოდა კარგი ფოტოს გადაღება, "არ მიფიქრია ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება," - განაცხადა კონუეიმ.