ალბათ, ყოველ ადამიანს უწევს პერიოდულად მოგზაურობა. ერთია, როდესაც სამსახურიდან გიშვებენ მივლინებაში და გზის ხარჯებს თვითონ კომპანია ფარავს, მეორეა, როცა თავად გადაწყვეტ სადმე წასვლას და შესაბამისად, ბილეთის ფულსაც შენ იხდი, საკუთარი ჯიბიდან. ცოტა ხნის წინ, მეც მომიწია მატარებლის ბილეთის ყიდვა და აღმოვაჩინე, რომ ჭკვიანური მიდგომით, შესაძლებელია დაზოგო დრო, ნერვები და თანხა.